ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე.

ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი, მათ შორის, ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, ორი კი, მძიმედ დაშავდა. დაშავებულები გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაR2 ის ჟურნალისტის ემოციური პოსტი