,,ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“, კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ”

ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყანას 90-იანი წლების მეთოდებით მართავს.

„ქვეყანას მართავს შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. აღშფოთებულია ხალხი იმ ფირების ყურებით, რაც “რუსთავი 2”-ზე და სხვა ტელეარხებზე გადის. ეს არის აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“. კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ არანაირი. ეს არც მაფია არის, ეს არის რაღაცა უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც მორალის, კონსტიტუციის, კანონის და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იქით არის გასული, ისე, რომ მათი მობრუნება შეუძლებელია“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშირა ციტატები გამოიყენა ზურაბიშვილის წიგნიდან რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ICJ-ში
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი