გია ვოლსკი – ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი

გამოქვეყნებულ აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით ერთი მხარე აცხადებს, რომ დადგმული იყო და რატომ არ უნდა დავიჯეროთ, რომ დადგმული იყო?! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

“ერთი მხარე ამბობს, რომ დადგმულია – ის შეუთანხმდა, მოდი, შენ ასე მითხარი, მე – ისე… თქვენ ხელს აფარებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე ვალი აქვს. როცა 6 მილიონი ლარი ჰქონდა ვალი, ამბობს, რომ 4 მილიონს ქრთამად სთხოვდნენ. ეს 4 მილიონი ვალში გაესტუმრებინა და დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ადამიანი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ აფარებთ ხელს, რადგან ერთი ოჯახი ხართ. ეს არის რეალური მდგომარეობა“, – მიმართა ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაში,,ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“, კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ”
შემდეგი სტატიანინო ჯანგირაშვილი: ივანიშვილი ცდილობს უკარნახოს მედიას საკუთარი პირობები