რა ციტატები გამოიყენა ზურაბიშვილის წიგნიდან რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ICJ-ში

საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ეთნიკური წმენდის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო სარჩელი 2008 წელს შეიტანა. მომდევნო წლის პირველ დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი შეიტანა, სადაც საქართველო „გენოციდში“ დაადანაშაულა. სარჩელში რუსეთის ფედერაცია საქართველოს საზღვრების ცვლილების დაკანონებას მოითხოვს და მტკიცებულებად იყენებს ციტატას სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან “La tragédie géorgienne 2003-2008”.

გთავაზობთ ამონარიდებს რუსეთის სარჩელიდან და მათ მიერ გამოყენებულ ციტატებს სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან:

“2.32 რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, 2004 წლის ივნისში, საქართველომ ცხინვალის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განაცორციელა, რომლის მიზანსაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი ასე აღწერს:

“პროვოკაციების შემდეგ დაძაბულობა გაიზარდა. უშიშროების საბჭოს შეხვედრები ერთმანეთს მიჰყვებოდა. თავდაცვის მინისტრი ხსნის, როგორ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა. ჩვენ უნდა ავიღოთ ცხინვალი. სტრატეგია ნათელია: სიმაღლეების დასაკავებლად სამი საათია საჭირო, ხოლო ის, ვინც სიმაღლეებს აკონტროლებს, აკონტროლებს ცხინვალს…. გადაწყვეტილებას მიშა [სააკაშვილი] იღებს, ის მწვანე შუქს აუნთებს ელვისებურ შეტევას. ეს ძალიან მალე მარცხით დასრულდება…” სალომე ზურაბიშვილი La tragédie géorgienne 2003-2008 (პარიზი, 2008), გვერდები 58-61, დანართი 73.”

“2.36 შეჯამების სახით, 2007 წლისთვის, საქართველომ ძალა გამოიყენა როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ; საქართველომ ორივე რეგიონში შექმნა ძალაუფლების პარალელური სტრუქტურები; მოლაპარაკებების პროცესი თითქმის არ გამოიყენებოდა; საქართველოს სამხედრო მზადება გრძელდებოდა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამ პროცესს აღწერს:

“2007 წლიდან მოყოლებული, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე თავდაცვის ახალი მინისტრის მოსვლა შეიარაღების შეძენის ზრდას დაემთხვა: უფრო და უფრო დახვეწილი, უფრო და უფრო ძვირადღირებული, უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტმა ჯამში გადააჭარბა 2007 წლის საბიუჯეტო ხარჯების მეოთხედს… ომის რიტორიკა [ჩანდა], არ მალავდა მის მიზნებს დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. … შესაბამისად, ერთი შეხედვით ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემცველი თავდასხმებისაგან ტერიტორიის დაცვისაკენ მიმართული თავდაცვის პოლიტიკის უკან შეიარაღებისა და აღჭურვის პოლიტიკა დააყენეს, რომელიც სამხედრო რევანშისა და დაკარგული ტერიტორიების იძულებით რეინტეგრაციას  უფრო პასუხობდა.”  სალომე ზურაბიშვილი – La tragédie géorgienne 2003-2008 (პარიზი, 2008), გვ. 137-139, დანართი 73.”

“2.37 საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მიხედვით, 2007 წლის მეორე და 2008 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სამხედრო ძალების მობილიზება აღინიშნებოდა. საქართველოში კონფლიქტის ფაქტების შემსწავლელმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიამ 2008 წლის აგვისტომდე მიმდინარე მოვლენები ასე აღწერა:

“უკვე 2008 წლის გაზაფხულზე საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის კრიტიკული გაუარესება შეინიშნებოდა. დაძაბულობის ერთ-ერთი წყარო კონფლიქტის ზონის თავზე საჰაერო სივრცეში აქტივობების ინტენსიფიკაცია იყო, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის ხაზის თავზე როგორც საბრძოლო თვითმფრინავების, ასევე უპილოტო საჰაერო ხომალდების (UAV) გადაფრენა. რამდენიმე ქართული უპილოტო ხომალდი, გავრცელებული ცნობებით, აფხაზურმა და რუსულმა ძალებმა ჩამოაგდეს. 2008 წლის აპრილში რუსების მიერ დაკომპლექტებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო მისია (CIS PKF) დამატებითი სამხედრო ძალებით გააძლიერეს და 2008 წლის მაისის ბოლოს, რუსული სამხედრო რკინიგზის დანაყოფი გაგზავნეს აფხაზეთში ადგილობრივი რკინიგზის რეაბილიტაციისათვის, როგორც თავად ამტკიცებდნენ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, საქართველოს პროტესტის მიუხედავად. გაზაფხულის მოვლენებს 2008 წლის ზაფხულში ცეცხლის შეწყვეტის ხაზის აფზახურ მხარეს საჯარო ადგილების დაბომბვა, ხოლო ქართულ მხარეს გზებზე დამონტაჟებული ნაღმების აფეთქება მოჰყვა. 2008 წლის ზაფხულის განმავლობაში მთავარმა ფოკუსმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გადაინაცვლა, რაც საქართველოს და სამხრეთ ოსეთის მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის ინტენსიურობამ და დივერსიულმა თავდასხმებმა გამოიწვია, მათ შორის ნაღმსატყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლის გახსნამ. ივლისის დასაწყისში, დიპლომატიური მოქმედებების გაძლიერებასთან ერთად კონფლიქტი ომის გაჩარების ზღვარზე იყო. ივლისის შუა რიცხვებში, აშშ-ის ხელმძღვანელობით ყოველწლიური სამხედრო წვრთან სახელწოდებით Immediate Response ჩატარდა თბილისის გარეთ, ვაზიანის ბაზაზე, რომელშიც საქართველოდან, აშშ-და, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან დაახლოებით 2,000-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. 2008 წლის 15 ივლისსა და 2 აგვისტოს შორის რუსულმა სამხედრო ძალებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს და ასევე შავ ზღვაზე. აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ ოსეთის მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მართლაც, სცენა მზად იყო სამხედრო კონფლიქტისათვის.” ” – ამონარიდი რუსეთის ფედერაციის სარჩელიდან.

წყარო: “ტაბულა”

ვირუსის ბლოკატორები