ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ასე იწყებოდა 90-იანებში საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, „რაც საბოლოოდ გამოუსწორებელი ტრაგედიით დამთავრდა, ქართველმა ქართველს ესროლა, მოხდა სამოქალაქო ომი“.
„რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით ჩატარებული ოპერაციის ანალოგი ხდება ახლაც. ქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას. ამას პრინციპული ერთობა, სიმშვიდე და გამძლეობა უნდა დავახვედროთ.
დავდგეთ იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება, იქ, სადაც ჩვენი შვილები დგანან, იქ, სადაც თავისუფლება და დამოუკიდებლობაა“, – წერს ხაზარაძე.