ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი – სტუდენტები პრემიერს

“ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი” – ასე ეხმაურება “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” პრემიერის ვრცელ წერილს, რომელშიც ირაკლი კობახიძემ ორგანიზაცია კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობად” შერაცხა.

ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ განვითარებული პროცესები საპროტესტო აქციებისა და ახალგაზრდების დისკრედიტაციის მცდელობაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული პიროვნება, ი. კობახიძე უკვე მეორედ აკეთებს განცხადებას ჩვენს ორგანიზაციაზე – ამბობს, რომ ვართ ნაცმოძრაობის შემადგენლობაში მყოფი ახალგაზრდები.

აღნიშნული, რა თქმა უნდა, ემსახურება ნებისმიერი თავისუფალი პროტესტის ტარგეტირებასა და გაშავებას. ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება იმის განმარტება, რომ ეს გაუგონარი სიცრუეა, ამ განცხადების ადრესატი რუსული ოცნებაა, რომელსაც მივმართავთ:

ან მტკიცებულებები დაიდოს, ან ერთი ადგილი.

მადლობა ყურადღებისათვის!” – წერს ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშიქვეყანას აკარგვინებენ ევროპულ არჩევანს, თიშავენ და აქუცმაცებენ საზოგადოებას – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიადაშინება უნდა შეწყდეს – სენატორი რიში