„ქვეყანა ემსგავსება პოლიციურ სახელმწიფოს“ – ოპოზიცია გახარიას წინააღმდეგ

კანონმდებლები სახელმწიფო ინსპექტორის ორ კანდიდატს მოუსმენენ. ლონდა თოლორაია და ვალერი ლომუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საკუთარ პროგრამას წარადგენენ.

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე საბოლოოდ გიორგი გახარიას კადრი, ლონდა თოლორაია დასახელდება.

„ქვეყანა ემსგავსება პოლიციურ სახელმწიფოს, სადაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მოდებული არიან ყველა სფეროს. ეს არიან აშკარა ოდეერები, რომლებიც შეასრულებენ ივანიშვილის დავალებას. ჩვენ ვენდობით არასამთავრობო სექტორს და ვეცდებით, ეს კანდიდატურა არ გავიდეს,“ ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

სახელმწიფო ინსპექტორი მიმდინარე კვირას სესიაზე უნდა დამტკიცდეს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში მესამედ მოდის-ვინ დგას ოქრუაშვილის გვერდზე