” ქვეყანა არის ცაიტნოტში, ჩვენ გვაქვს აჯანყების უფლება”-თაკო ჩარკვიანი

ქვეყანა არის ცაიტნოტში, ჩვენ გვაქვს აჯანყების უფლება, რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, ამაში საშიში არაფერია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით.

ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს ეროვნული დაუმორჩილებლობა.

„ვფიქრობ, ახლა დასაწყებია სირცხვილის კორიდორები, რასაც ჰქვია ერონული დაუმორჩილებლობა. როდესაც ზღვარი აღარ არის და კონსტიტუცია ირღვევა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართვა, შეკრება, განგაშის სიგნალი, საელჩოები, სასწრაფოდ ჩვენ უნდა დავკავდეთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ყვირილით, ქვეყნის გადაბარება მიმდინარეობს. ვნახეთ ხომ რასაც აკეთებს, არ გეგონოთ, რომ ეს არის მხოლოდ რაღაც პროპორციული არჩევნების პატარა თემა, ის, რომ მან გადააგდო ქვეყანა. მან საქართველო გადააგდო დამოუკიდებლობაში. სახელმწიფოებრიობის დაკარგვის თემაა. რა თქმა უნდა, კანონის ჩარჩოშია, ჯანყის უფლება არ წაურთმევია კონსტიტუციას ხალხისთვის. როდესაც უზურპატორი არის სათავეში და უზურპირება ხდება ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, მაშინ ხალხს აქვს ჯანყის უფლება კანონით და სამართლით, ცხადია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით”
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საიდუმლო კვლევები”-ბაჩუკი ქარდავა