“ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საიდუმლო კვლევები”-ბაჩუკი ქარდავა

ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა საიდუმლო კვლევები, სადაც მან ნათლად დაინახა, რომ არც ერთ ვარიანტში არჩევნების მოგების შანსი არ აქვს და ამ ორღობის აფერისტმა, ქართველ ხალხს უთხრა, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება, – ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი წავიდა უზურპაციის გზით და პასუხიც შესაბამისი უნდა იყოს.

„ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოება გამოვიდეს ქუჩაში და ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას, ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, ხალხს წაართვას ძალაუფლება, ის ხალხის მიერ იქნება გაძევებული ნებისმიერი ხერხებით. ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით შემიძლია გითხრათ, დღესვე დავიწყებთ აქციებს და არ დავასრულებთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს და არანაირ არჩევნებზე ფიქრიც კი ზედმეტია“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

banner
წინა სტატიაში” ქვეყანა არის ცაიტნოტში, ჩვენ გვაქვს აჯანყების უფლება”-თაკო ჩარკვიანი
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას გადადგომასა და ვადამდელ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ