ქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტურისტული
უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოს ინსპექტორებმა 1997 წელს
დაბადებული, ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. თ.,
ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქვეითმა-პატრულებმა ბრალდებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ დროს
დააკავეს, როდესაც იგი აზერბაიჯანის მოქალაქეს დანის მუქარით ფულს
ართმევდა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

banner
წინა სტატიაშითავისუფალი სიტყვის დამცველები: ტრამპმა “ტვიტერის” მომხმარებლებს ბლოკი უნდა მოხსნას
შემდეგი სტატიაქვემო ქართლში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცველებმა 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს