თავისუფალი სიტყვის დამცველები: ტრამპმა “ტვიტერის” მომხმარებლებს ბლოკი უნდა მოხსნას

თავისუფალი სიტყვის დამცველები ამბობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ “ტვიტერის” მომხმარებლების დაბლოკვას განაგრძობს სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად. მსგავსი მოქმედებები აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევაა.
კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულმა The Knight First Amendment Institute-მა ამერიკის იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტრამპს ჯერაც არ მიუცია 41 ადამიანისთვის “ტვიტერში” თავის „აკაუნტზე“ წვდომა. თავის დროზე ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს ტრამპის პოლიტიკოს მიმართ. “პირველი შესწორება პრეზიდენტს უკრძალავს “ტვიტერის” მომხმარებლების დაბლოკვას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მას აკრიტიკებდნენ” – ნათქვამია The Knight First Amendment Institute-ის განცხადებაში.
ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ 23 მაისს დაადგინა, რომ ტრამპი ვალდებულია შვიდი ადამიანს „ბლოკი“ მოუხსნას, რომ მათ აღადგინონ პრეზიდენტის “ტვიტერზე” წვდომა, რამეთუ კრიტიკოსებს უფლება აქვთ გამოთქვან საკუთარი აზრი.
თეთრ სახლს აღნიშნულ წერილზე კომენტარი არ გაუკეთებია – წერს “ამერიკის ხმა”.

banner
წინა სტატიაშიტრაბზონში მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა
შემდეგი სტატიაქვეითმა პატრულებმა ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს