ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. როგორც საცხოვრისის ერთ-ერთმა ბინადარმა განაცხადა, ახალგაზრდა ქალი ჯერ მეორე სართულზე რკინებზე დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს აქვს ტვინის შერყევა, ბარძაყის მოტეხილობა და ტრავმული შოკი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რა გახდა ახალგაზრდა ქალის შენობიდან გადმოვარდნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი არასრულწლოვნების გამოკითხვაზე – ძალიან ცოტა რეალური ინფორმაცია მივიღეთ – დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ
შემდეგი სტატიასასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში – დაკავებულ მწყემსს ბრალი წარედგინა