სალომე ზურაბიშვილი არასრულწლოვნების გამოკითხვაზე – ძალიან ცოტა რეალური ინფორმაცია მივიღეთ – დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მოწმეები გამოკითხვისას დეტალებზე არ საუბრობენ. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, დღევანდელი ჩვენებებიდან მძიმე სურათი გამოიკვეთა.

“მოწმეები ამბობენ, რომ არაფერი უნახავთ და ძირითად საკითხებზე არის ასეთი პასუხები. სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა რეალური ინფორმაცია მივიღეთ. უნახავთ თუ არ უნახავთ რა მოხდა, ამის თქმა რთულია, თუმცა თავს არიდებენ დეტალებზე საუბარს.

ისინი აცხადებენ, რომ საპირფარეშოში არაფერი მომხდარა, ყველა მეგობრები არიან, დაჭრის მომენტზე კი ამბობენ, რომ არ უნახავთ სხვადასხვა მიზეზების გამო, რადგან ე.წ. კაპიუშონი მქონდა თავზე ჩამოფარებული და ვერაფერს ვხედავდიო, ხან იდაყვი მომხვდა, გავითიშე და ვერაფერს ვხედავდიო”,- განაცხადა ზურაბიშვილმა ორი არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშითბილისში 17 წლის მოზარდი დაჭრეს
შემდეგი სტატიაქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მეოთხე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა