ქუთაისში შესვლა და გასვლა ხვალიდან ყველა მოქალაქეს უპრობლემოდ შეეძლება, თუმცა საკონტროლო-გამშვები პუნქტები კვლავ იმუშავებს

ქუთაისში შესვლა და გასვლა ყველა მოქალაქეს უპრობლემოდ შეეძლება, თუმცა საკონტროლო-გამშვები პუნქტები კვლავ იმუშავებს,- ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.

ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ასევე გაგრძელდება მგზავრების თერმოსკრინინგი.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებს საშვი მხოლოდ თბილისში ან რუსთავში წასასვლელად დასჭირდებათ და ის გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.

„საკონტროლო-გამშვები პუნქტების როლი იყო მნიშვნელოვანი. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოუჩინეს მამაკაცს მაღალი ტემპერატურა, ვისაც მოგვიანებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

შეგახსენებთ, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ხვალიდან ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება.

banner
წინა სტატიაშიფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქუთაისში შესვლა და გასვლა ყველა მოქალაქეს უპრობლემოდ შეეძლება