ქუთაისში საბავშვო ბაღების პედაგოგები გაიფიცნენ

ქუთაისში რამდენიმე სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგები გაიფიცნენ. პედაგოგები სახელფასო სარგოს სიმცირეს აპროტესტებენ და მათ გაზრდას ითხოვენ.
პროტესტის გამო მათ დღეს აღსაზრდელების მიღებაზე უარი განაცხადეს, რიც გამოც მშობლები იძულებული გახდნენ შვილები უკან წაეყვანათ.
ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით ბაგა-ბაღების პედაგოგებმა გუშინ, ქუთაისის მერიასთან აქციაც გამართეს. მოგვიანებით მათ ქალაქის მერი შოთა მურღულია შეხვდა, რომელიც პედაგოგებს მომავალი წლიდან ხელფასების 24 ლარით გაზრდას დაპირდა, თუმცა გაფიცულებისათვის ეს არასაკმარისია.
ქუთაისის ბაღების გაერთიანების უფროსის, ნანა ლორთქიფანიძის თქმით, პედაგოგების გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ბაღებში პედაგოგების საშუალო ხელფასი 280 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშინარმანია: ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში განათლებისთვის 95,1 მლნ. ლარია გამოყოფილი
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება