დავით ნარმანია – მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება

მომავალ წელს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემა გაკეთდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა . თბილისის მერიაში მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
როგორც მერმა აღნიშნა, მავნე აირებისა და გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით მომავალი წლიდან თბილისში ორი პროექტი განხორციელდება. ერთ-ერთი არის ლილოს პოლიგონის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემის გაკეთება. მერის განცხადებით, საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მზად არის და მან ექსპერტიზა უკვე გაიარა.
“შესაბამისად, დონორ ორგანიზაციებთან დაფინანსების მოძიების სტადიაზე ვართ, რომლის შემდეგადაც პროექტის განხორციელება დაიწყება”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.
შეხვედრაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ თბილისი 2010 წელს მიუერთდა მერების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლამდე CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით უნდა შემცირდეს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში საბავშვო ბაღების პედაგოგები გაიფიცნენ
შემდეგი სტატიაIDFI ხელისუფლებას ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებას ურჩევს