ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, სადაც თეატრალური საზოგადოების ოფისია განთავსებული.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურის ექვსი ეკიპაჟი, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.