საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დასაშვები გახდა. თუმცა თოვლისა და ლიპყინულის გამო, საქართველოს საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
დიდთოვლობაა მაღალმთიან აჭარაშიც. შუახევის სოფლებში თოვლის საფარი მეტრნახევარს აღწევს. დაბალი ტემპერატურა საქართველოში დღის ბოლომდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი. 11 დეკემბრიდან ჰაერის ტემპერატურა ბარში შედარებით გათბება, მთასა და მაღალმთაში კი მინუს 15 გრადუსს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში პუშკინის ქუჩაზე ხანძარია
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე “საიას” სკანდალურ დოკუმენტს პასუხობს