ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამინდის გაუარესების გამო, შეფერხებით მუშაობს

ამინდის გაუარესების გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს.

ავიაკომპანია „ვიზეარის“ საჰაერო ხომალდი, რომელიც მემინგენი-ქუთაისის ავიარეისს ასრულებდა, ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, ქუთაისის ნაცვლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ასევე, გაუქმებულია სალონიკის რეისი.

ცვლილება შეეხო სოფიისა და ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენებსაც. კერძოდ, ბულგარეთის მიმართულების რეისი 14:30 საათზე შესრულდება, ბუდაპეშტიდან თვითმფრინავი დილის 05:40 საათზე ჩამოფრინდება, ქუთაისიდან კი, 06:20 საათზე გაემგზავრება.

ავიარეისებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული, რომლის თანახმადაც, ვარშავიდან თვითმფრინავი 18 დეკემბერს, 06:10 საათზე ჩამოფრინდება, ხოლო ქუთაისიდან რეისი 06:40 საათზე შესრულდება.

სოფიას მიმართულებით ავიარეისი 14:30 საათზე შესრულდება.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ის ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა