მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – ის ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული

კომპანია „ცენტრს პოინტის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სამი დღეა, ჩაფიძის კლინიკაში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმრობაში მყოფი რჩეულიშვილი კლინიკაში ქალთა დაწესებულებიდან გადაიყვანეს.

ონკოლოგ რევაზ გაგუას განცხადებით, რჩეულიშვილს გამოკვლევები სჭირდება, თუმცა ექიმები კვლევებს მისი მდგომარეობის გამო, ვერ უტარებენ.

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საფუძველზე, მისი ადვოკატები პროკურატურას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას სთხოვენ.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება „მენაშენეთა ასოციაციის“ წევრებმაც გაავრცელეს. მენაშენეები სასამართლოს რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებას და აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლას სთხოვენ.

მაია რჩეულიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმმართველმა ძალამ აირჩია იმავე გზით სიარული, რაც წინა ხელისუფლებების დროს არაერთხელ დაიწუნეს – ფიქრია ჩიხრაძე
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამინდის გაუარესების გამო, შეფერხებით მუშაობს