ქუთაისის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. დაახლოებით 20 წლის ასაკის მამაკაცის ამოცნობას ადგილზე ამ დროისთვის ვერ ახერხებენ. სავარაუდოდ, ის სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგადაა გარდაცვლილი. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ვფიქრობ, წარმატებული იყო ის გზა, რაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში გავიარეთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია