ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა ახალ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ ლაბორატორიიდან რვა საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღო. ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

საავადმყოფოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს. მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, ერთის კი მსუბუქია.

banner
წინა სტატიაშიპირველი აპრილიდან, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ
შემდეგი სტატიაგიორგი ტყემალაძემ და რევაზ სოხაძემ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადასცეს