ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 11 კოვიდინფიცირებული დაემატა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 11 კოვიდინფიცირებული დაემატა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ყველა მათგანი ქუთაისიდანაა.

„დაგვემატა 11 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა ოთხი. ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 63 პაციენტი, მათგან რვა მძიმეა, ერთი კრიტიკულად მძიმე“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსი ჯამში 123-მა პაციენტმა დაამარცხა.

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიადღეიდან ქუთაისის აეროპორტში რიგის მიმართულებით ავიარეისები განახლდა