ქურდობა გორში – ქალაქის ცენტრში მეორადი საქონელის მაღაზია გაქურდეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 14, 2018 19:07

ქურდობა გორში – ქალაქის ცენტრში მეორადი საქონელის მაღაზია გაქურდეს

ქურდობა მოხდა გორის ცენტრში. ქალაქის ძველ უბანში მეორადი საქონელის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია 30 ლარი, ტანსაცმელი და ირგვლივ დამონტაჟებული ვიდეოკამერები.

მომხდარზე დაკავებულია არასრულწლოვანთა ჯგუფი. ადგილობრივები ყვებიან, რომ მხოლოდ გასულ ღამეს გორში 10 მაღაზია გაქურდეს, თუმცა, პოლიცია ძარცვის მხოლოდ 2 შემთხვევას ადასტურებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 14, 2018 19:07