ქულების სისტემის შემოღების შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა 141 პირს ამოეწურა

მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა, ქულების სისტემის შემოღების შემდეგ, 141 პირს ამოეწურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდგომ, უფლება აღუდგა – 17 პირს, ხოლო გამოცდის ჩაბარებით მართვის უფლება აღუდგა – 12 პირს.

რაც შეეხება სხვადასხვა დარღვევებისთვის, მართვის მოწმობაჩამორთმეულ პირებს, შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართა – 8029 პირმა, აქედან დაკმაყოფილდა 1359 განცხადება.

მონაცემები 2017 წლის ივლისიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით ვითარებას ასახავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია
შემდეგი სტატიამოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მოსაზრებებს ავრცელებს