ირაკლი კობახიძე – ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია

ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბესელია ხშირად ავლენს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას და არაეთიკურად იქცევა.

„პოლემიკაში შესვლა არ მინდა. ის რთულ მდგომარეობაშია, ეს რეალური მოცემულობაა. თავის ემოციურ მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე. თავად ნახეთ, როგორ იქცეოდა დღესაც. სამწუხაროდ, მისი ქცევა არაეთიკურია უკვე დიდი ხანია. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, პოლემიკაში შესვლა რამდენად სწორია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ, დატოვა ყველა თანამდებობა, სადაც იყო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მცირე კამათი მოხდა. ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რაც ირაკლი კობახიძემ გააღიზიანა და ეკა ბესელიასთან მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ყველა დარღვევას აგროვებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხს დასვამს.

banner
წინა სტატიაში7 ნოემბრის საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის და, ნანა პატარკაციშვილი დაიკითხა
შემდეგი სტატიაქულების სისტემის შემოღების შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა 141 პირს ამოეწურა