ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტის, „მტკვარის“ მებაჟე-ოფიცერი პაატა ირემაძე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, დიდი რაოდენობით ვეტერინარული მედიკამენტების ფარულად, უკანონოდ შემოტანაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა გარკვეული თანხა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს
შემდეგი სტატია“საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს”