“საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს”

პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს.

მისი თქმით, ამ მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

“ორი დღის წინათ, ევროპის საბჭოში მიღებული იქნა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრის მოადგილეების კომიტეტის დადგენილება, რომელიც ძალიან ნათლად მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას იმ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ამ ტერიტორიაზე, ანუ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით, ისე საკუთრების უფლებების და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე გადაადგილების უფლება და ა.შ. რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხის.

თვითონ, დოკუმენტს ჰქვია “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, სხვა უწყებების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს
შემდეგი სტატია180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა