ქორეპისკოპოს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 30, 2017 21:26

ქორეპისკოპოს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა

პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა, საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დუმილი დაარღვია. ვრცელ ჩვენებაში, რომელიც კურიერმა მოიპოვა, ის აღიარებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმე არის დანაშაული მოტივის გარეშე.

შორენა თეთრუაშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ დეკანოზი საპატრიარქოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე პატრიარქის მოთხოვნით დაინიშნა. ილია II-ის სურვილი იყო ბათუმის ეპარქიიდან მღვდელი თბილისში გადმოეყვანა. თავიდან გიორგი მამალაძეს სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნიშნავდნენ, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა. შორენა თეთრუაშვილი ყვება, რომ მამა გიორგი მამალაძის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ილია მეორეს შესთავაზა.

თეთრუაშვილმა სასამართლო დარბაზში აღიარა, რომ ქორეპისკოპოს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და მამა გიორგი მამალაძეს მიანიჭა, რამაც მეუფე გააბრაზა და საპატრიარქოში აღარ მიდიოდა. ქორეპისკოპოსი პატრიარქის დაცვის სამსახურის მაშინდელ უფროსს, სოსო ოხანაშვილს, დაუპირისპირდა.

პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ილია მეორე კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.

თეთრუაშვილი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სახელწმიფოსა და საპატრიარქოს შორის ჯერ კიდევ 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებას პატრიარქმა გვერდი აურა. თეთრუაშვილი ცდილობდა, მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობს ილია მეორემ საპატრიარქოს სიმდიდრის განკარგვის უფლება ჩამოართვა, ეკლესიის შიგნით დაპირისპირება დაიწყო.

სასამართლოს დარბაზში მიცემული ჩვენებების ჩანაწერებში, რომელის ნაწილიც კურიერის ხელში აღმოჩნდა, პატრიარქის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ჩვენებაა.

ეპისკოპოსი ყვება, რომ მას ამ დაძაბული ვითარების დროს მამა გიორგი მამალაძემ დაურეკა და უთხრა, რომ საპატრიარქოში გავლენიანი თანამდებობის დატოვება და ეპარქიაში რიგით მღვდლად დაბრუნება სურდა.

სასამართლოს სხდომაზე შორენა თეთრუაშვილს საკუთარი თავისთვის “რუხი კარდინალი” არ უწოდებია, თუმცა პრაქტიკულად აღიარა, რომ ის დიდი გავლენების მქონე ქალია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 30, 2017 21:26

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics