ვაშინგტონმა და ჩრდილოეთ კორეამ პირდაპირი კონტაქტი დაამყარეს

ვაშინგტონმა დაამყარა პირდაპირი კონტაქტი ჩრდილოეთ კორეასთან. ეს ფაქტი დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. მისი თქმით, თეთრი სახლი ზონდირებს პხენიანთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობებს. “ადევნეთ თვალი ახალ ამბებს”, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეა და აშშ ბოლო თვეების განმავლობაში ერთმანეთს სდებდნენ ბრალს და იმუქრებოდნენ ძალის გამოყენებით, მაგრამ აქამდე არ იყო ცნობილი, რომ თურმე მათ შორის პირდაპირი კავშირებიც არსებობდა.
სააგენტო Associated Press იუწყება, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც აშშ-მ და ჩრდილოეთ კორეამ დაამყარეს კონტაქტები ყოველგვარი აფიშირების გარეშე. თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში რეგულარულად ხვდება ფხენიანის მთავრობის მაღალ ჩინოსანს გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობის ოფისში.

banner
წინა სტატიაშიქორეპისკოპოს იაკობს პატრიარქმა წელიწადნახევრის წინ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ჩამოართვა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა აფხაზეთს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა