ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭის ცხედარი სტადიონთან დამარხული იპოვეს

„20 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, დედოფლისწყაროდან იყო. იგი ბათუმში დროებით ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა, მას ახლდა მეგობარი, რომელიც ამ დრომდე სავარაუდოდ, მიმალულია. როგორც გავიგეთ, ახალგაზრდები სოფლიდან უკან რომ ბრუნდებოდნენ, ოჯახმა ტაქსი გამოიძახა და ბიჭები გააცილა.

ცხედარს ძაღლებმა მიაგნეს“, – განაცხადეს ადგილობრივებმა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ვუჩიჩმა სერბეთის არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა
შემდეგი სტატია„ლელოს” დეპუტატებმა, პარლამენტის შენობიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს