თემქაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 15:10

თემქაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო გასული. მომხდარის შედეგად, ხანძარი არ გაჩენილა.

ამასთან, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2019 15:10

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics