ქობულეთში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე 35 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის, ორ საათზე მოხდა. ჭრილობა ფეხის არეში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაჭრილი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

კონფლიქტის მიზეზებზე ოჯახის წევრები არ საუბრობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში კორონავირუსი 22 პირს არ დაუდასტურდა