ზუგდიდში კორონავირუსი 22 პირს არ დაუდასტურდა

ზუგდიდში 22 პირის ანალიზის პასუხები გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში ადასტურებენ.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, მედპერსონალის ოთხი წარმომადგენელი. გამოკვლეულთა შორის კარანტინიდან ოთხი პირია, თვითიზოლაციიდან ერთი და შსს-ს ერთი თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში 35 წლის მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში დადასტურდა