ქირურგებმა თავის გადანერგვა დაადასტურეს

ქირურგებმა თავის გადანერგვა დაადასტურეს

ქირურგებმა თავის გადანერგვა დაადასტურესქირურგებმა სერჟიო კანავერომ და ჟენ სიაოტინმა რუსი ვალერი სპირიდონოვის თავის გადანერგვა დაადასტრურეს – ამის შესახებ იტალიელი მედიკები ავრცელებენ ინფორმაციას.

“მოხარული ვარ გამოვაცხადო იმის შესახებ, რომ ჩვენ შევძელით! მიუხედავად ყველა კრიტიკისა, რომელიც ანაპოლისის კონფერენციის შემდეგ დაგვატყდა, როცა ჩვენმა კოლეგებმა ეჭვი გამოთქვეს მსგავსი ოპერაციის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. ორმა რეცენზირებულმა ჟურნალმა მიიღო ჩვენი სტატიები, სადაც ჩვენ აღვწერეთ, თუ როგორ მუშაობს პროტოკოლი “GEMINI” – განაცხადა კანავერომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნერვული უჯრედების შეერთების შემუშავებული მეთოდიკა, რომლის წარმატებული ექსპერიმენტიც ვიდეოზეა გადაღებული და გამოქვეყნებული, ყველას შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს პროცედურის ეფექტურობაში.

2015 წლის თებერვალში კანავერომ დონორის სხეულზე თავის გადანერგვის ოპერაციის შესახებ დააანონსა. მოხალისეც მალე გამოჩნდა – რუსი პროგრამისტი სპირიდონოვი, რომელსაც მუსკულების დისტროფია ჰქონდა.
კანავეროს ინიციატივას ექიმების უმეტესობა აკრიტიკებს ეთიკური შეხედულებისა და საკანონმდებლო სირთულეების გამო.

banner
წინა სტატიაშიექსპერტი: სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო საშიშროებას არ უქმნის უკრაინულ არმიას
შემდეგი სტატიაკიოლნის საქმეზე პირველი ეჭვმიტანლი დააკავეს