კიოლნის საქმეზე პირველი ეჭვმიტანლი დააკავეს

კიოლნის საქმეზე პირველი ეჭვმიტანლი დააკავეს

კიოლნის საქმეზე პირველი ეჭვმიტანლი დააკავესგერმანელმა სამართალდამცველებმა ახალი წლის ღამეს კიოლნში თავდამსხმელებიდან პირველი ეჭვმიტანილი დააკავეს – ამის შეასხებ გერმანული Süddeutsche Zeitung-ი წერს.
საქმის ფიგურანტია 26 წლის ალჟირელი. ის გაუპატიურებაში და მობილურის მოპარვაშია ეჭვმიტანილი. მამაკაცი დააკავეს გასულ კვირას მეორე ალჟირელთან ერთად, რომელსაც მხოლოდ მობილურის მოპარვა ედება ბრალად.

მიმდინარე მომენტში პროკუარტურას 21 ეჭვმიტანილი ყავს.

ახალი წლის ღამეს დაახლოებით ათასი ახალგაზრდა მამაკაცი, კიოლნში, ცენტრალურ ვაგზალთან შეიკრიბა, შემდეგ ისინი ჯგუფებად გაიყვნენ და მთელი ღამის განმავლობაში ქალებზე ანხორციელებდნენ თავდასხმებს. მათ შორის ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობებს და გაქურდვებს. ასევე მოხდა გაუპატიურების ორი ფაქტი.
კიოლნის გარდა იმავე ტიპის თავდასხმები გერმანიის სხვა დიდ ქალაქებშიც მოხდა, ასევე შვეიცარიასა და ავსტრიაში.

banner
წინა სტატიაშიქირურგებმა თავის გადანერგვა დაადასტურეს
შემდეგი სტატიახატია და გვანცა ბუნიათაშვილების შეუდარებელი ლიბერტანგო (ვიდეო)