ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, საკვამლე მილში სავარაუდოდ ჩიტის ბუდე იყო

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, გამათბობლის საკვამლე მილში სავარაუდოდ ჩიტს ბუდე ჰქონდა გაკეთებული. ამის შესახებ  ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა საკვამლე მილი ცოტა ხნის ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით მოხსნეს.

გაზგაყვანილობის სპეციალისტების განცხადებით, ღიაკამერიანი გაზგამათბობლის საკვამურში ჩიტი ბუდეს ხშირად იკეთებს, რადგან თავისუფლად ეტევა მასში. რაც შეეხება დახურულკამერიან გამათბობლებს, მათ განსხვავებული საკვამურები აქვს, რომელში შეღწევასაც ჩიტი ვერ ახერხებს.

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, სწორედ ღიაკამერიანი გამათბობელი იყო კუსტარულად დამონტაჟებული.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: სახელისუფლებო სტრუქტურებს ვთხოვ სექსიც არ შეაზიზღონ ხალხს
შემდეგი სტატიაბესელია: ფარული ჩანაწერების საქმეზე შსს-ს რამდენიმე პირი იდენტიფიცირებული ჰყავს