ქეთევან ციხელაშვილი : არჩევნებში გამარჯვება-დამარცხება ხალხის ნების გამოხატვაა და უმრავლესობის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვება-დამარცხება ხალხის ნების გამოხატვაა და უმრავლესობის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ამის შესახებ მან გაერთიანებულ ოპოზიციასა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვინდა. დემოკრატიის ნაწილი არის არჩევნები. ესაა ქვაკუთხედი. არჩევნებში გამარჯვება-დამარცხება ხალხის ნების გამოხატვაა და ამ უმრავლესობის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი. ესეც დემოკრატიის ანა-ბანაა. რა თქმა უნდა, დემოკრატიის პირობებში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მე ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არანაირი პრობლემა არაა. ასევე, არსებობს გარკვეული პასუხისმგებლობები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აქვს ამ თავისუფლებასთან ერთად. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და გარკვეული ჩარჩოები, როცა სხვისი თავისუფლება არ უნდა შეილახოს, მათ შორის, არც სამართალდამცავების, არც სახელმწიფო ინსტიტუტების“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები