“პოლიტიზირება არ იქნება სასარგებლო” – მინისტრის მოადგილე

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე განათლების მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია, უწყება კი მზად არის ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

„ამ პროცესის პოლიტიზირება უდავოდ, არ იქნება ამ შემთხვევაში სასარგებლო არცერთი მხარისთვის. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ყველა იმ პროცედურის დაცვით, რომელიც არის, წარვმართოთ ნებისმიერ ფორმატში დისკუსია. ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სამინისტროში და ყველა იმ პროცედურის დაცვით საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ინება ცნობილი“ – აცხადებს ხარატიშვილი.

ია კერზაიას ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მოთხოვნას, უარის შემდეგ კი მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ამბობს, რომ დედა საარჩევნო ტერორის დროს მოუკლეს. კერზაიამ ზეწოლას ვერ გაუძლო და ინსულტი განუვითარდა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში მივიდა
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი : არჩევნებში გამარჯვება-დამარცხება ხალხის ნების გამოხატვაა და უმრავლესობის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი