ქემოკლიძე – არანაირი გარიგება, არათუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არავისთან არ არის

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში, „კოკაინის” მოხმარებასა და ბევრ აბსურდში, რაშიც თვითონ არიან გახლართულები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის” წევრის შოთა წურწუმიას არჩევაზეც ისაუბრა. როგორც ქემოკლიძე განმარტავს, მუნიციპალიტეტებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი სჭირდება. მისივე თქმით, მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის გარიგებული.

„ქართული ოცნება“ გვადანაშაულებს სახელმწიფო გადატრიალებაში, კოკაინის მოხმარებაში, ჩვენი ქალი წარმომადგენლის მიერ კოკაინის გავრცელებაში, ბევრ აბსურდში, რაშიც თვითონ არიან გახლართულები. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ სხვის მაგალითებზე კი არ იყოს დამოკიდებული, თავად აძლევდეს მაგალითს, როგორ შეიძლება განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე.

არანაირი გარიგება, არათუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არავისთან არ არის. ძალიან მკაფიოდ, მათ შორის, ქმედებების დონეზე ვადასტურებთ, რომ არავისთან არ გვაქვს გარიგება. პირიქით, მუნიციპალიტეტებს სჭირდება სწორად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. ჩემი აზრით, ჩხოროწყუ ამის კარგი მაგალითია, კარგია თუ „ქართლი ოცნება“ ამას სხვაგანაც გაითვალისწინებს“,- განმარტავს ქემოკლიძე.

banner
წინა სტატიაშისუბარი – დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა
შემდეგი სტატიასააკაშვილი მოუწოდებს ყველა ადამიანს ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს – ადვოკატი