ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა ამ ტრაგიკული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ქართველი ერი. გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატოში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა
შემდეგი სტატია“ძალიან სწორი ანალიზია, ყველაფერს თავის სახელი აქვს დარქმეული” – კალაძე ივანიშვილის წერილზე