“ძალიან სწორი ანალიზია, ყველაფერს თავის სახელი აქვს დარქმეული” – კალაძე ივანიშვილის წერილზე

თბილისის მერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ღია წერილს აფასებს და ამბობს, რომ მიმართვაში სწორი აქცენტებია დასმული.

“ძალიან სწორი ანალიზია გაკეთებული და ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული. ყველაზე მთავარი არის ის, რაც მე ძალიან მომეწონა, რომ საჭიროა კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ოპონენტების რეაქცია ლოგიკური იყო, რადგან მათ დემოკრატია და თავისუფლება სხვაგვარად ესმით.

“ოპონენტებს რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდათ წერილის შინაარსი. მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია და მათ როგორც წარმოუდგენიათ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში,” – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე – პრემიერი
შემდეგი სტატიადავით ზალკანიანი : როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება გაერთიანება​