ქედაში გამართულ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიაშვილებში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივები ელექტროსადენების გასაყვანად, ალტერნატიული მიმართულების შერჩევას ითხოვენ.

ადგილზე სამართლდამცველები იყვნენ მობილიზებული, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით კი, აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს და ქედის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც აქციას ესწრებოდა, აცხადებს, რომ თუ დაკავებულებს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ, სოფლის მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავს.

ადიგენი-ბათუმის ელექტროსადენების გასაყვანად, გუშინ, სოფლის მოსახლეობამ სამუშაოების გასახორციელებლად მძიმე ტექნიკა არ შეუშვა.

banner
წინა სტატიაში(video) ამ წუთებში დაღუპული გერმანიის მოქალაქის მანქანა ხრამიდან ამოიტანეს
შემდეგი სტატია“ყოველთვის არც ამერიკელები არიან აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანსაც ვაკეთებთ ჩვენ – ქართველები”