ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 94 პაციენტია მოთავსებული

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 94 პაციენტი.

როგორც ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა, პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია.

„სტაციონარში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 94 პაციენტი. პაციენტების ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ მორიგეობის განმავლობაში განხორციელდა ორი რეფერალი. ბინაზე გაეწერა ოთხი პაციენტი. დღეისთვის მზადდება პაციენტები გასაწერად, რომლებიც ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ გაეწერებიან. პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.9 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიაშეთანხმება არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული – ღარიბაშვილი ბელარუსის კგბ-ზე