ქართველმა მომღერალმა ხვიჩა კვარაცხელიამ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

ქართველი შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „ასტანა დაუისის” პრიზიორი გახდა

ყაზახეთის დედაქალაქში გაიმართა სიმღერის პირველი საერთაშორისო ფესტვალი “Астана дауысы“, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მომღერლები 15 ქვეყნიდან, მათ შორის შვედეთიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან,უკრაინიდან, რუმიმნეთიდან…
საქართველოს ფესტივალზე წარმოადგენდა ახალგაზრდა მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა გაიცნო პროექტების “ახალი ხმა” და “X – ფაქტორის” მეშვეობით.

23 წლის ქართველმა შემსრულებელმა შეასრულა გიგი კვენეტაძის სიმღერა ”გული გეფერებოდა” და ყაზახი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. ამჟამად ქართველი მომღერალი მოსკოვში საკუთარი სოლო-კარიერით არის დაკავებული

ფესტივალის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი და სამახსოვრო პრიზი.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/xvicha.kvara/videos/1580488682015859/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში,,დახმარების თხოვნით საქართველომ სხვა ქვეყნებს მიმართა, მაგრამ მათ შორის რუსეთი არ არის”
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილა