ქართველი მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, ასეთ სკანდალურ თემაზე გარკვეული პასუხია საჭირო, რაც ჯერ არ მოგვისმენია – ვოლსკი

ქართველი მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, თუმცა დახმარება, როგორც კელი დეგნანმა მიუთითა, აუცილებელია და მისასალმებელია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განახადა.

გია ვოლსკიმ შეაფასა კელი დეგნანის განცხადების ის ნაწილი სადაც ელჩი ამბობს: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში.

გია ვოლსკის თქმით, მოსამართლის განცხადება გარკვეულ პასუხს საჭიროებს, რაც ელჩისგან ჯერ არ მოუსმენია.

„ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ყველა მიმართულებით საგრძნობია, ხელშსესახებია, მნიშვნელოვანია, საჭიროა და სწორედ ეს არის პარტნიორობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ამერიკასა და ჩვენ გვაქვს. ქართველი მოსამართლის განცხადებაზე კელი დეგნანის მხრიდან პირდაპირი პასუხი არ ყოფილა, თუმცა დახმარება, როგორც კელი დეგნანმა მიუთითა, აუცილებელია და მისასალმებელია. როცა ასეთ სკანდალურ თემაზე განცხადება კეთდება, ის საჭიროებს გარკვეულ პასუხს. ასეთი პასუხი ჯერ არ მოგვისმენია. მოსამართლემ განცხადება გააკეთა და მან უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც იყო გაკეთებული. რომან გოცირიძის კომენტარები საკმარისი არ არის.

რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული მოსამართლის სანქცირება მოახდინა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გააკეთა და ახლა კეთილი ინებოს და დაადასტუროს, რომ ასეა, ან თქვას, რომ ეს მხოლოდ მათი მოსაზრებაა. „ნაცმოძრაობის“ ეს განცხადება საკმაოდ ნათელი, სკანდალური იყო, რადგან რომან გოცირიძე ადასტურებს, რომ ამერიკამ ქართველ მოსამართლეზე სანქციები დააწესა. ეს მე არ მითქვამს, ეს არც კელი დეგნანის განცხადებაში იყო, „ნაცმოძრაობის“ განცხადებაში იყო მტკიცებით ფორმატში გამოთქმული პოზიცია. რომან გოცირიძეს ეს აზრი მოსამართლის განცხადებაში რომ ამოიკითხა და ეთქვა, რომ ეჭვი ეპარება, რომ ამერიკა მოსამართლეს სანქციას უწერსებს, მაშინ მისი პოზიცია გასაგები იქნებოდა. პირიქით, უნდა ეთქვა, როგორც მე ვამბობ, რომ ამერიკის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი. ვიდრე მოსამართლის განცხადება იქნებოდა, „ნაცმოძრაობა“ დიდი ხნით ადრე ამტკიცებდა, რომ ეს სწორედაც სანქციაა, რომელიც დაუწესა ამერიკამ კონკრეტულ მოსამართლეებს და ამ თემაზე ერთი ჟივილ-ხივილი და ტაშფანდური ჰქონდათ ატეხილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ასევე შეაფასა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც მოსამართლე ამბობს, რომ მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, მომავალი კვირის სამშაბათს, 19 ივლისს, როდესაც გვარამიას საქმეზე სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები.

გია ვოლსკის თქმით, დარწმუნებულია, გერმანიის სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, გალერი იქნება თუ სხვა, ასეთ კომენტარს არ გააკეთებს.

„რაც შეეხება გალერს და მოსამართლის შეფასებას, დარწმუნებული ვარ, გერმანიის სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, გალერი იქნება თუ სხვა, ასეთ კომენტარს არ გააკეთებს. შეიძლება, თავისი მოსაზრება გამოთქვას. გალერის განცხადება, რომ მას ეჭვები აქვს, ამ თემაზე პასუხი არ არის ანტიდასავლური გამოვლინება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე: „დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა ხომ არ არის მოსამართლისგან კონკრეტულ საქმეზე ინფორმაციის გამოკითხვა და მიღება“, გია ვოლსკიმ განაცხადა:

„რასაკვირველია, ამით დიპლომატიური პროტოკოლი ირღვევა, რადგან თუ რაიმე კითხვა არსებობს მოსამართლის მიმართ ან რომელიმე სტრუქტურის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური დამოუკიდებლობით, რასაკვირველია, ორი აზრი არ არსებობს, რომ ასეთი კითხვა პირად საუბარში არ ისმება ან წინასწარი შეთანხმებაა – სპიკერების ჯგუფი ჰყავს სასამართლოს და ეს კითხვა იქ უნდა დაისვას, მაგრამ უნდა იყოს გამჭვირვალე და ამას უნდა უზრუნველყოფდეს დიპლომატიური პროტოკოლი. ამერიკის განცხადებაა მოსასმენი, რაც ჯერ არ გაჟღერებულა. არ ვიცი, ეს კომუნიკაცია რა ფორმით მოხდა. მოსამართლე ამბობს და შეიძლება, მოსამართლე რაღაც უზუსტობას უშვებს, ან შეიძლება შეთანხმება იყო, რომ ამ საკითხზე იქნებოდა საუბარი. იქნებ, ამის თაობაზე ღიად იყო გაცხადებული. არც მოსამართლის განცხადებაა ჩემთვის წესი, რომ ზუსტი კომენტარი გავაკეთო და ამერიკის მხარისგანაც ამ თემაზე სრული პასუხი არ მომისმენია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს
შემდეგი სტატიასასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია… “მოსამართლე” ჩხიკვაძე შეუერთდა ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს – გვარამია