საქართველო-რუმინეთის მატჩის პირველი ტაიმი ანგარიშით 19:9 დასრულდა. მატჩი “დინამო არენაზე” მიმდინარეობს. მატჩის გამარჯვებული ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლება, რომელიც საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების დროს ტრადიციულად თამაშდება.
აქამდე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებმა ერთმანეთთან 19-ჯერ ითამაშეს. ათი მატჩი “ბორჯღალოსნებმა” მოიგეს, რვა რუმინელებმა და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.