საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს, ასევე გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უთანაგრძნობს.

 

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს, სტამბოლში 2016 წლის 19 მარტს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და დაშავდა არაერთი ადამიანი. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და გულწრფელად უთანაგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს”,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა 20 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
banner
წინა სტატიაშისტამბოლის ტერაქტის დროს 36 დაშავებულიდან 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შემდეგი სტატიაქართველი მორაგბეები პირველ ტაიმში რუმინელებს ამარცხებენ