ქართულმა ოცნებამ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი შეარჩია

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად

gogaa-gulordavaaaარჩევნების ციებ-ცხელება ნელ-ნელა კულმინაციისკენ მიიწევს. კულმინაცია კი, რასკავირველია, 8 ოქტომბრის ღამე იქნება, როცა ხმები დაითვლება და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, იმ ღამეს „საყველიეში“ დიდი ამბები იქნება მოსალოდნელი, თუმცა „მხიარულება“ არც მანამდე მოგვაკლდება და ეს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კორცხელის ინციდენტიდანაც ჩანს. საარჩევნო ცემა-ტყეპა და თავპირისლეწვა იქით იყოს და, „თაიმერმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომელმაც ქართული ოცნებიდან გამოჟონა.
მოგეხსენებათ, ახალი კანონით, რამდენიმე რაიონს ერთი მაჟორიტარი უნდა ჰყავდეს. ამ „გაერთიანებაში“ წალენჯიხა-ჩხოროწყუც მოხვდა, ანუ თუ აქამდე ამ ორ რაიონს ცალ-ცალკე მაჟორიტარი ჰყავდა, 2016 წლის შემოდგომიდან ორივე რაიონის ინტერსებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ერთი ადამიანი დაიცავს. ეს არის წალენჯიხის მოქმედი გამგებელი გოგა გულორდავა. გულორდვა “თაიმერის” ზარებს არ პასუხობს. წალენჯიხაში კი აცხადებენ, რომ გამგებლის მოვალეობის შესასრულებლად გულორდვას პირველი მოადგილე გიორგი ლუკავა ემზადება, ხოლო ქართული ოცნების შტაბს ყოფილი პროკურორი და გამგებლის მოადგილე თენგიზ ფიფია უხელმძღვანელებს.

 

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთის გასასვლელთან
შემდეგი სტატიარადას დეპუტატმა ახალი მაიდან დააანონსა