რადას დეპუტატმა ახალი მაიდან დააანონსა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა რადიკალური პარტიიდან, იგორ მოიიჩუკმა შესაძლო ახალ მაიდანზე გაფრთხილება გააკეთა – ამის შესახებ პარლამენტარმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, მიმდინარე მომენტში უკრაინის შეიარარებული ძალების დანაყოფებმა “აიდარი” და “დონბასი” კიევის ცენტრში კრეშატიკზე მოძრაობა გადაკეტეს. ისინი პირველ ივლისს დაკავებული მეთაურის, ვალენტინ ლიხოლიტის განთავისუფლებას ითხოვენ. “ეს, შესაძლებელია, ახალი რევოლუციის დასაწყისი იყოს” – თვლის პოლიტიკოსი.
თუმცა, მან თქვა, რომ აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს.
მისი ინფორმაციით, სამხედროები მანქანების კოლონებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან აპირებენ გადაადგილებას.
შეგახსენებთ, რომ ლიხოლიტს გუშინ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას შეიარაღებული ბანდის შექმნაში, ყაჩაღურ თავდასხმებსა და ადამიანების გატაცებაში ედება ბრალი.

banner
წინა სტატიაშიქართულმა ოცნებამ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი შეარჩია
შემდეგი სტატიატერორისტული აქტი ახმედ ჩატაევის ორგანიზებული იყო